წელს, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის დროს სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები

რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება

რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური ე.წ ლაზური აივანის შენარჩუნებისთვისაც, მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩასტარებია

უფლისწულის სასახლისათვის მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს.

რესტავრაციის პროექტი კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა.რესტავრაციის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელი დედოფლის სასახლეში განახლებულ დარბაზებსა და იმ აღდგენილ უნიკალურ ნივთებს იხილავს, რომლებიც სასახლეში საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755678503

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს

ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მისი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა და...

ირაკლი კობახიძე

1755677362

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული პ.შ. დააკავეს, - ინფო...

დაკავებადაკავება

1755675851

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას, -...

ირაკლი კობახიძე

1755675244

ახალი ამბები

თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - ახალი ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს

ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი განხორციელდება - 35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნი...

კახა კალაძე

1755673411

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყ...

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა