დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რირაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც ნათქვამია, რომ გაერთიანების შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი არ ყოფილა - ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი პოლიტიკურად აქტიური მოვლენა არ მომხდარა, რომ ევროფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არ ჩადიოდნენ კანონდარღვევებს.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი არის მშვიდობა, მშვიდობის გზა და იქ ომი არ მომხდარა ამდენი ხნის განმავლობაში. ამავდროულად, არ მომხდარა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი პოლიტიკურად აქტიური მოვლენა, სადაც ევროფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული რადიკალები არ ჩადიოდნენ კანონდარღვევებს, არ ახდენდნენ მოვლენების რადიკალიზაციას, არ ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს. ამ ყველაფრის ფონზე, ევრობიუროკრატია, იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდა ასეთ სამწუხარო და დანაშაულებრივ მოვლენებს, პირიქით, ხდებოდა გაიდიალიზება მოლოტოვის კოქტეილის სროლის.
სამწუხაროს, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით. ამ განცხადებებთან ერთად, ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურონ სურვილი იმისა, რომ საქართველომ იაროს მშვიდობის გზით“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.
1755675851
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას, -...
1755675244
ახალი ამბებითბილისში ტრამვაი დაბრუნდება - ახალი ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს
ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი განხორციელდება - 35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნი...
1755673411
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყ...
1755671499
ახალი ამბებილევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ინფორმაციას გაჩეჩილაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრ...
1755670092
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს, იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლობიანი ძალა
„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდლის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მი...