„მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა“ - ლევან მეხუზლა
„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია მევენახეს ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი. სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ მაშინ, როცა მოსავალი ჭარბია და მასზე კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფოს ქმედებები სრულად მიმართულია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ღვინო, იყოს შესაბამისად მაღალი ხარისხის. მიმდინარე წელს რთვლისთვის დაგეგმილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია სამი ფასი. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა და მევენახეებისთვის მოტივაციის გაზრდაა, აწარმოონ ხარისხიანი ყურძენი“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებაზე, კერძოდ, მიმდინარე წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემაზე.
„ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახების გაშენების დროს ყურადღება უნდა მიექცეს ვაზის ნერგების ხარისხს, გაშენების ექსპოზიციას, ნიადაგს, ჯიშებს. ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება“, - განაცხადა მან.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა მეღვინეობის დარგი წარმატებული. მეღვინეობა ქვეყნის წამყვანი სტრატეგიული დარგია. ქართული ღვინო საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ხუთეულშია სტაბილურად. მხოლოდ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანა შემოსავლების სახით ნახევარ მილიარდზე მეტ აშშ დოლარს იღებს ყოველწლიურად. რომ არ შეფერხდეს ქართული ღვინის 8 ათასწლიანი განვითარების ისტორია, სახელმწიფო მეღვინეობის დარგს მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს.
აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლებში, სახელმწიფო ვენახების გაშენების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც მევენახე ფერმერების მხრიდან გამოიკვეთა, რომ ვენახების გაშენების მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება აღარ არსებობდა, აღნიშნული პროგრამა შეჩერდა.
1771592775
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771591982
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურ...
1771590692
საზოგადოებაVisual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია
გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია. რეიტინგში საქართველოს 24 ქულა აქვს. ევროპის ქვეყნებს...
1771588518
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგ...
1771587498
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული...


























