მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.

„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

„აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო.

„ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771592775

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ზოგადი

1771592710

ახალი ამბები

„მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა“ - ლევან მეხუზლა

„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვ...

 ლევან მეხუზლა

1771591982

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურ...

იუსტიციის მინისტრ

1771590692

საზოგადოება

Visual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია

გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია. რეიტინგში საქართველოს 24 ქულა აქვს. ევროპის ქვეყნებს...

საქართველო

1771588518

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგ...

მარიამ ქვრივიშვილ