იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას სისხლის სამართლის სფეროში და მის მნიშვნელობას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის როლი სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ამ მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ კატარის ელჩი მიმდინარე წელს გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771590692

საზოგადოება

Visual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია

გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია. რეიტინგში საქართველოს 24 ქულა აქვს. ევროპის ქვეყნებს...

საქართველო

1771588518

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგ...

მარიამ ქვრივიშვილ

1771587498

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული...

სუს-ის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება, კასპში საქონლის ხორცის ვარგისიანობის შესახებ გაცემულ ყალბ დოკუმენტს, ისე რომ პროდუქტი რეალ

1771586787

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ 107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთ...

მოძრაობა აღდგა

1771586183

საზოგადოება

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბრალი სრულად აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გ...

ხატია წერეთელი