შარმანაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის წინაშე დაგვაყენეს , - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი გამოეხმაურა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულების შეჩერებას.
„ეს ძალიან მძიმე თემაა და დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. ჯგუფებმა, რომლებმაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა შეაჩერეს, ფინანსური წნეხის ქვეშ დააყენეს საქართველო. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ეს თემა დახურულია, უბრალოდ აღსრულებაა შეჩერებული. ასეთი რისკის ქვეშ დავდექით მათი ანტიქართული მოქმედებით.
თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის წინაშე დაგვაყენეს და მომავალი ინვესტიციები, რაც უნდა ჩადებულიყო და 800 მილიონამდე გაიზრდებოდა, ესეც შეაჩერეს. ეს ადამიანები არიან უსამშობლოები. საქართველო ეცდება მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1771592775
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771592710
ახალი ამბები„მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა“ - ლევან მეხუზლა
„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვ...
1771591982
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურ...
1771590692
საზოგადოებაVisual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია
გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია. რეიტინგში საქართველოს 24 ქულა აქვს. ევროპის ქვეყნებს...
1771588518
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგ...


























