პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
„ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 -დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1771592775
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771592710
ახალი ამბები„მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა“ - ლევან მეხუზლა
„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვ...
1771591982
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურ...
1771590692
საზოგადოებაVisual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია
გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია. რეიტინგში საქართველოს 24 ქულა აქვს. ევროპის ქვეყნებს...
1771588518
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგ...



























