მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ - რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ?!
მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა თუ ეკლესიას განდგომილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ არ შეასრულა პირობა, რომ „არ წავიდოდა, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდებოდა“.
„ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები - არ მეშინია ამ სიტყვების თქმის, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს, „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა, „მე უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პატრიარქის პირობა, აწ უკვე აღსრულებული - „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა სიტყვა შეუსრულებელი დატოვა“, - განაცხადა მეუფე საბამ.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
1774094698
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი უნგრეთთან ურთიერთობაზე: ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისკენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო. როგორც თეთრი სახლის ლიდ...
1774092720
ახალი ამბებისაპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ▪️ ყოვლა...
1774092153
ახალი ამბებიანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს
საქართველოს საელჩოში სამძიმარზე იმყოფებოდნენ ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირები. მონასტრის წინამძღვრის მამა ვინჩენციუს სახელით, მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობი...
1774089759
ახალი ამბებივიქტორ ორბანი: ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფოა
„მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კ...
1774088405
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს
„ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...































