რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 17 მარტით დათარიღებულ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობანო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (ინ. 11, 25), განსვენება მიანიჭოს პატრიარქ ილია II-ის სულს მისი საყვარელი წმინდანების სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება თაობიდან თაობამდე“, – ნათქვამია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, დანიელის სამძიმრის წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774099242

ახალი ამბები

შსს: ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვე...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1774096784

ახალი ამბები

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე: მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს. იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მ...

ეფრემ ვატოპედელი

1774094698

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი უნგრეთთან ურთიერთობაზე: ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისკენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო. როგორც თეთრი სახლის ლიდ...

ტრამპიტრამპი

1774092720

ახალი ამბები

საპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:  „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ▪️ ყოვლა...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1774092153

ახალი ამბები

ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს

საქართველოს საელჩოში სამძიმარზე იმყოფებოდნენ ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირები. მონასტრის წინამძღვრის მამა ვინჩენციუს სახელით, მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობი...

ანთიმოზ ივერიელი