თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

„რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე თბილისში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ საუბრისას.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ხვალინდელ ცერემონიასთან და მარშრუტთან და დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრიარქომ გაავრცელეს ინფორმაცია. მინისტრის თქმით, მთავარია, პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის ტაძარში ღირსეულად გადავასვენოთ.

„მართალია, ხვალ ისეთი დღეა, რომ ყველა ვერ მოახერხებს, მინდა, ბოდიში მოვიხადო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცხადებული აქვს ის გზა, მარშრუტი, ასევე საპატრიარქო ავრცელებს განცხადებებს, მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი. ბევრ ადამიანს - ათიათასობით, თუ არა ასიათასობით ადამიანს შეეძლება, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილოს პატრიარქი.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ დიდი გულისხმიერებით, ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და მართლაც ერთიანობით მოდიან ეს ადამიანები.

მაქსიმალურად შევეცდებით, ეს იყოს პირდაპირ ეთერში, იყოს ტრანსლირებული, ქუჩებში გამოტანილი იყოს ეკრანები. კულტურის სამინისტრო მთლიანადაა ჩართული. ასევე ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რადგან, იცით, რომ სიონის ტაძარი არის [კულტურული მემკვიდრეობის] ძეგლი და პატრიარქის დაკრძალვის ადგილზე სპეციალურმა ჯგუფმა, სპეციალისტებმა იმუშავეს. ვეცდებით, ყველაფერი დიდი სიყვარულით და დიდი აკადემიზმით ჩავატაროთ, როგორ მის უწმინდესობას ეკადრებოდა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მან პატრიარქთან დაკავშირებით ერთი ისტორიაც გაიხსენა.

„ერთ დღეს დამიბარა, ხვალ დილით მოდი, რაღაც პროექტი უნდა განვიხილოთო. ვუთხარი, ხვალ დილას ოპერაციას გამიკეთებენ, თქვენო უწმინდესობავ, ორ დღეში გამომიშვებენ და მოვალ-მეთქი. დილის 7 საათზე მამა შალვა გამომიგზავნა, მთელი რამე არ ეძინაო, „იქნებ, საავადმყოფოში მარტოა ჩვენი თიკა და იქნებ, მიხვიდე, მიაკითხო და აზიარო ოპერაციამდეო“.

ის იყო ნამდვილად უდიდესი ადამიანი. ჩვენ ყველა ბედნიერები ვართ, რომ მის ეპოქაში ვიცხოვრეთ“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774096784

ახალი ამბები

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე: მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს. იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მ...

ეფრემ ვატოპედელი

1774094698

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი უნგრეთთან ურთიერთობაზე: ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისკენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო. როგორც თეთრი სახლის ლიდ...

ტრამპიტრამპი

1774092720

ახალი ამბები

საპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:  „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ▪️ ყოვლა...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1774092153

ახალი ამბები

ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს

საქართველოს საელჩოში სამძიმარზე იმყოფებოდნენ ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირები. მონასტრის წინამძღვრის მამა ვინჩენციუს სახელით, მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობი...

ანთიმოზ ივერიელი

1774089759

ახალი ამბები

ვიქტორ ორბანი: ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფოა

„მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კ...

ვიქტორ ორბანი