ევროკომისია: პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ვამჯობინებთ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იციან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევის შესახებ, თუმცა მრავალმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვაზე არიან ორიენტირებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა პაულა პინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ამ მიწვევის შესახებ და კვლავ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრის გამართვაზე ვართ ორიენტირებული. მზად ვართ, ამ ფორმატში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.

კითხვაზე, რა ფორმით გაიგზავნა მიწვევა - პუტინის წერილით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, დიპლომატიური ნოტით, თუ სხვა გზით, პრესსპიკერმა უპასუხა, რომ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„სამწუხაროდ, მიწვევის ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა პინიომ.

რაც შეეხება ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხის განხილვის შესაძლებლობას, რომლის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ისაუბრა, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის პოზიცია გასული კვირის შემდეგ არ შეცვლილა.

„ცეცხლის შეწყვეტა როცა იქნება, შესაძლებელი გახდება ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხის განხილვა. ეს დისკუსიები შესაბამის ფორმატში უნდა გაიმართოს, რაც ნატოს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრულფასოვან მონაწილეობას გულისხმობს. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომლის შესახებაც უკვე გაცნობეთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა.

„ჩვენ რეგულარულად გვაქვს კონტაქტი ბატონ უიტკოფთან და ბატონ კუშნერთან, რათა ასეთ მოლაპარაკებებთან, უფრო ზუსტად კი, მრავალმხრივ დონეზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოქმედებები შევათანხმოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა დიპლომატიური არხებით ევროპელებს მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა მათი პოზიციის გასარკვევად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795441511

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესმა დაგვანახა, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები არაკონსტიტუციურია და იმედი აქვს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდება....

ლევან მაჭავარიანი

1795440560

ახალი ამბები

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება 3 წლის თაია. კვლავ კრიტიკულია 31 წლის კაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც...

ინგოროყვას კლინიკ

1795438784

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს, ეს მაინც უნდა სცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა

მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გივი თარგამაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. კაკაბაძის თქმით, თარგამაძე მას „გარუსებული...

ნანა კაკაბაძე

1795437254

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ილია მეორე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, არის ერთობა - ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა

დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობას ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი, – ამის შეს...

შალვა პაპუაშვილი

1795434869

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს

პრობლემა დიდი ხანია, არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სა...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე