მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დ მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესში არსებულ დინამიკაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, 2036 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან ერთად, ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
„ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას. ამ დინამიკიდან გამომდინარე, ძალიან გვახარებს, რომ როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წლებშიც ჩვენს ადგილობრივ ენერგობაზარს მნიშვნელოვანი დადგმული სიმძლავრეები დაემატება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1795437254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ილია მეორე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, არის ერთობა - ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა
დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობას ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი, – ამის შეს...
1795434869
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს
პრობლემა დიდი ხანია, არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სა...
1795434798
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის...
1795434644
ახალი ამბებიშიო მესამე: უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არ შეგვეშინდეს ამ გზაზე წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების, გახსოვდეთ, თუ გვსურს ქრისტიანობა, მზად უნდა ვიყოთ ყოველგვარი ღვაწლისთვის
„გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს – გიორგობას. დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ, გიორგობა აღგვენიშნა ამ წმინდა მონასტერში, წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც და...
1795433034
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები, გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ მეტად მიმტევებლები, მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, რომლის მაგალითია წმინდა გიორგი
გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები, მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, რომლის უდიდესი მაგ...






























