მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკური ძალები ეცდებიან ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენონ და არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ, თუმცა არსებობს მწვავე რისკები და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სუროგაციაზე უარს ამბობს

„ალბათ მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული დისკუსია დაიწყებოდა. იმიტომ, რომ, მიუხედავად საყოველთაო თანხმობისა, რომ ამ თემას უზარმაზარი რისკები ახლავს, რისკები, რომლებიც ძალიან მწვავე რისკებს წარმოადგენს სინამდვილეში, ამის მიუხედავად, გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ და ა.შ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვის საკითხის განხილვისას.

მისი თქმით, იმ რისკების გათვალისწინებით, რომელთაც სუროგაციის პროცესი მოიცავს, დიდი და განვითარებული ქვეყნები უარს ამბობენ ამ მომსახურების გაწევაზე.

„ლოგიკურად თუ ვიქნებით თანმიმდევრულები, ძალიან მარტივად გამოიყურება აქ ხელისუფლების მსჯელობა და ლოგიკა ყველა თვალსაზრისით. საიდანაც არ უნდა შევხედოთ სუროგაციის თემას, ყველა მიმართულებით არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. ძალიან ბევრ მონაკვეთში შეიძლება ძალიან დიდი რისკების მატარებელი იყოს.

ყველაზე მარტივი გასაგები რომ იყოს და არ ჩავეძიოთ წვრილმანებში ამ საკითხს, მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზე. იქაც არსებობს ყველა ის არგუმენტი, რომელთა ხელზე დახვევასაც ცალკეული ადამიანები შეიძლება ცდილობდნენ, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი სახელმწიფოები, დიდი სამედიცინო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოებიც კი თავს იკავებენ ამ ინსტიტუტის დაკანონებისგან. მათ შორის არის გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი.

აშშ-ის შტატების უდიდეს უმრავლესობაში არ არის დაშვებული სუროგაცია, ცალკეულ შტატებში არის და იქაც აქვს ამას მკაცრი რეგულაციები, მაგრამ მკაცრ რეგულაციებს მიღმა იქაც შეიძლება არსებობდეს მწვავე დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ. იმ ქვეყნებშიც, სადაც ნებადართულია, ჯერ იქ არის უმკაცრესი შეზღუდვებით და ამ უზარმაზარ შეზღუდვებს მიღმაც არსებობს უზარმაზარი დისკუსია, თუ რამდენად გამართლებულია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს არსებობს, ამის გამართლებას ძალიან ძნელად პოულობენ ადამიანები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795434869

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს

პრობლემა დიდი ხანია, არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სა...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1795434798

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის...

მიხეილ ყაველაშვილი

1795434644

ახალი ამბები

შიო მესამე: უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არ შეგვეშინდეს ამ გზაზე წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების, გახსოვდეთ, თუ გვსურს ქრისტიანობა, მზად უნდა ვიყოთ ყოველგვარი ღვაწლისთვის

„გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს – გიორგობას. დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ, გიორგობა აღგვენიშნა ამ წმინდა მონასტერში, წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც და...

შიო მესამე

1795433034

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები, გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ მეტად მიმტევებლები, მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, რომლის მაგალითია წმინდა გიორგი

გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები, მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, რომლის უდიდესი მაგ...

მიხეილ ყაველაშვილი

1795432903

ახალი ამბები

შიო მესამე: სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით

ჩვენს ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო,- ამის...

შიო მესამე