მარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
„ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დამატებითი განახლებადი ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაციისა და რეგიონული ელექტროენერგიით ვაჭრობის გაფართოებისთვის.
„ამ ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის განახლებული მექანიზმების იმპლემენტაციის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ განახლებადი ელექტროენერგიის შიდა გენერაციის გაზრდას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონისა თუ ევროპული ბაზრებისთვის სუფთა ენერგიის მიწოდების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ უფრო ღრმა საფუძველს რეგიონული თანამშრომლობისთვის.
„გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის. ეს, ასევე, ასახავს ჩვენს საერთო ვალდებულებას, ავაშენოთ უფრო მდგრადი, ურთიერთდაკავშირებული და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავალი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობის გასაგრძელებლად.
„საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად“, - დასძინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1795438784
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს, ეს მაინც უნდა სცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გივი თარგამაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. კაკაბაძის თქმით, თარგამაძე მას „გარუსებული...
1795437254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ილია მეორე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, არის ერთობა - ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა
დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობას ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი, – ამის შეს...
1795434869
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს
პრობლემა დიდი ხანია, არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სა...
1795434798
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის...
1795434644
ახალი ამბებიშიო მესამე: უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არ შეგვეშინდეს ამ გზაზე წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების, გახსოვდეთ, თუ გვსურს ქრისტიანობა, მზად უნდა ვიყოთ ყოველგვარი ღვაწლისთვის
„გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს – გიორგობას. დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ, გიორგობა აღგვენიშნა ამ წმინდა მონასტერში, წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც და...






























