პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

„დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა... არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამიანური ხიბლი და სიმაღლე“, - წერს პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში.

იგი კობა დავითაშვილს იხსენებს და ამბობს, რომ მის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშა სააკაშვილს და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა.

„ასეთი იყო კობა, დიდი და დიდებული ადამიანი, უგზო უკვლოდ განათლებული და მოაზროვნე, ენერგიული, მხიარული, უმამაცესი, შინაგანად თავისუფალი, ლაღი, კაცთმოყვარე. საუკეთესო მეოჯახე, ხუთი რჩეული შვილის მამა, მუდამ ქვეყნის წარსულსა და მომავალზე დაფიქრებული მებრძოლი. სხვა სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა. ვერ მოერია ყოფილი მეგობრის სიმართლეს, სინათლეს, სიდიდეს და ბოლომდე გაიმეტა სასიკვდილოდ. ვისაც კობასთან ურთიერთობის ბედნიერება გქონიათ, დამეთანხმებით, რომ საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე მზრუნველი, მეგობრული, ამტანი, გამტანი, გამცემი, კეთილი ენერგიით სავსე. შეურყეველი კლდე იყო თავისი სიმამაცითა და სიძლიერით. რას არ ისწავლიდი მისგან? მშვიდად განისვენე, მეგობარო! ყველგან იდექი, სადაც შენს ქვეყანას სჭირდებოდი, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. ღირსეული ოჯახი დაგრჩა. შენი შვილები გასახელებენ შენც და ჩვენს ქვეყანასაც ისევე გამოადგებიან, როგორც შენ! ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ინგას, უკეთილშობილეს თანამებრძოლს თავისი საყვარელი მეუღლისა!“, - წერს მაკა სახურია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785510401

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებით მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყ...

მიხეილ სარჯველაძე

1785508323

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან

ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...

მაკა ბოჭორიშვილი

1785507053

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე

„ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...

მაკა ბოჭორიშვილი

1785506878

ახალი ამბები

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პ...

„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი

1785506404

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6266 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა