მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში იღებს მონაწილეობას.

„ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776841341

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...

დაკავება

1776840948

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასა...

ერთი პირი დააკავა

1776840332

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკო...

 დაკავებულია 5 პირი

1776839796

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავ...

ერთი პირი დააკავა

1776839485

ახალი ამბები

შსს: გამოძიება დაწყებულია, ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ

გამოძიება დაწყებულია. ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ, - განუცხადეს „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „გამოძიება დაწყებულია 137-ე მუხლით. ალბინა კორძაია გუშინვე იქნა გამოკითხვაზ...

. ლუკა ჭოხონელიძე