POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.

„ეს გარდამტეხი გადაწყვეტილება დარტყმაა თანამდებობიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემკვიდრეობაზე, მაშინ როდესაც მისი დიდი ხნის მეტოქე, პეტერ მადიარი მომავალ თვეში ხელისუფლების გადასაბარებლად ემზადება“, - წერს POLITICO.

უნგრეთის მიერ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები LGBTQ+ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ევროკავშირის მთელ რიგ კანონებს და „წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ ჩარევას რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებაში“ - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მხარი დაუჭირა სამართლებრივი დარღვევის პროცედურას, რომელიც თავდაპირველად ევროკომისიამ წარადგინა.

საქმე ეხება უნგრეთის 2021 წლის კანონს, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ჰომოსექსუალობისა და გენდერული იდენტობის შეცვლის „პოპულარიზაციას“ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ მედიაში. აღნიშნული რეგულაცია ბუდაპეშტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური სახელმძღვანელოსა და ბავშვების მავნე კონტენტისგან დაცვის დებულებების მიღებისას დაამტკიცა.

„უნგრული კანონპროექტი სირცხვილია“, - განაცხადა კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2021 წელს და პირობა დადო, რომ გამოიყენებდა „კომისიის ყველა უფლებამოსილებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხართ და სად ცხოვრობთ“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776844687

ახალი ამბები

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება, რას გრძნობს ის გოგო, ვინც, სავარაუდოდ, გააუპატიურეს - მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებ...

მაგდა მამუკაშვილი

1776842537

ახალი ამბები

„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლი...

 წვიმა და ელჭექი

1776842308

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში იღებს...

მიხეილ ყაველაშვილი

1776842251

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო“ და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები - მისი გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ

ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: „ნაცების“ ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ - ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო" და გვარამი...

იაგო ხვიჩია

1776841341

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...

დაკავება