შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 წელს დაბადებული ს.დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 136 ათასი ლარის ღირებულების ,,აიფონის“ ფირმის 46 მობილურ ტელეფონსა და მაღაზიაში წარმოდგენილ სხვა ელექტრომოწყობილობებს, რის
შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლსა და მის მიერ მითითებულ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1776842251
საზოგადოებაიაგო ხვიჩია: „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო“ და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები - მისი გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ
ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: „ნაცების“ ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ - ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო" და გვარამი...
1776841341
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...
1776840332
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკო...
1776839796
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავ...
1776839485
ახალი ამბებიშსს: გამოძიება დაწყებულია, ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ
გამოძიება დაწყებულია. ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ, - განუცხადეს „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „გამოძიება დაწყებულია 137-ე მუხლით. ალბინა კორძაია გუშინვე იქნა გამოკითხვაზ...






























