იაგო ხვიჩია: „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო“ და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები - მისი გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ
ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: „ნაცების“ ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ - ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო" და გვარამია დაეპატრონენ, გამოაცხადა, რომ მიშა ხმას ნუ იღებსო, - აცხადებს პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.
ხვიჩიას მიაჩნია, რომ უსამართლობაა, რომ მთავარ ლიდერს „ძველი გიენები", რომლებიც სწორედ სააკაშვილმა გამოზარდა და ფეხზე დააყენა, დაესივნენ და ხმის ამოღებას უკრძალავენ. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანს თავი მიაჩნდეს "ნაცური" ფრთის წარმომადგენლად და ამავდროულად, მხარს უჭერდეს ოპოზიციის ალიანსს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აზრებს ჩერგოლეიშვილი ბლოკავს.
„ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, მე არ მესმის, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, თან ვინ? - ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია, ახლა იძახიან, რომ ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს, უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ძალიან გაკვირვებული ვარ ამ ყველაფრით და მიმაჩნია, რომ ყველა პატიოსანი „ნაცი“, რომელსაც „ნაცური“ პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას და დღესვე უნდა ითხოვდეს მის დაშლას, სანამ უფრო უარეს უტიფრობამდე არ მისულა ეს საქმე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე, იმიტომ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს რომ მე ვარ „ნაცური“ ფრთის წარმომადგენელი და ამავდროულად, მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება.
გასაგებია, რომ ბევრი იწიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი უტიფრობაა, რომ „ნაცურ“ გაერთიანებაში, „ჩერგო“ ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს. ამიტომ, მოგიწოდებთ "ნაცებს", რომ ნუ დანებდებით და ნუ მისცემთ „ქოცების“ ინტერესების გამომხატველ ალიანსს საშუალებას, თავზე გადააბიჯოს ალიანსის ერთადერთ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილს. იცით, რომ მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ, ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი მისი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დამცველი ტექსტის დაწერისთვის, არის ისეთი ტიპის უსამართლობა, რომელზეც „ქოცები“ სულ იოცნებებდნნენ. მე კიდევ არ მინდა, რომ ასეთი უსამართლობა ხდებოდეს და მინდა, რომ „ნაცური“ ალიანსის თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა გადაწყვიტეს იმის გამო, რომ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი „ნაცების“, არის ციხეში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
1776841341
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...
1776840948
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასა...
1776840332
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკო...
1776839796
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავ...
1776839485
ახალი ამბებიშსს: გამოძიება დაწყებულია, ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ
გამოძიება დაწყებულია. ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ, - განუცხადეს „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „გამოძიება დაწყებულია 137-ე მუხლით. ალბინა კორძაია გუშინვე იქნა გამოკითხვაზ...































