მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება, რას გრძნობს ის გოგო, ვინც, სავარაუდოდ, გააუპატიურეს - მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება
ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციის სჯერა, სანამ საპირისპირო ვერსია არ დადასტურდება.
„ახლა დაიწყება მტყუან-მართლის გარჩევა, იმის გარჩევაც, საჯაროდ უნდა დაწერილიყო თუ არა, მაგრამ ყველას დაავიწყდება მთავარი: რას გრძნობს ახლა ის გოგო, ვინც, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. მინდა, იცოდე, ჩემო ლამაზო, ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო, რომ შენი ბრალი არ არის ის, რაც გადახდა, შენ არ გამოგიწვევია ეს ყოველივე. ახლა რთული პერიოდი გექნება და აუცილებლად ითხოვე დახმარება ახლობლების წრეში, ასევე, არსებობს სპეციალიზებული ორგანიზაციები. ამ მძიმე პერიოდს უნდა გაუძლო. აუცილებლად შეძლებ, რომ ფეხზე დადგე და ძლიერ ქალად იქცე. ახლა ყველაფერი რთულად გეჩვენება, მაგრამ ამ ამბისგან გამოწვეული ტკივილი აუცილებლად მინელდება. გთხოვ, გაუძელი, გთხოვ, მტკიცედ იდექი, მაგარი გოგო ხარ შენ!
მე თუ მჯერა? ასეთ დროს ქალს რომ უთხრა, შენი არ მჯერაო, წარმოგიდგენიათ, ამან რა შეიძლება გამოიწვიოს? კი, ამის წინ რომ ჩვენმა „ბაბლელმა“ გოგომ დაწერა გაუპატიურებაზე, ისიც დავიჯერე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კურსელზე იყო ბრალდება და იმ ბიჭზე, რომელთანაც ხშირი საუბარი მქონია, შეიძლება ეწოდოს მეგობრობაც კი. ასეთ დროს მე ქალების მჯერა ხოლმე, ამის გამო კურსელმა ბიჭებმა ამკენწლეს, არ შეიძლება, მეორე მხარის მოსმენის გარეშე გჯეროდესო. მე ვიცი, რამდენს რისკავს ქალი, როცა ამას ამბობს. ამდენად, მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება“, - წერს მამუკაშვილი.
1776842308
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში იღებს...
1776842251
საზოგადოებაიაგო ხვიჩია: „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო“ და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები - მისი გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ
ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: „ნაცების“ ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ - ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო" და გვარამი...
1776841341
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...
1776840948
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასა...
1776840332
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკო...






























