მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

„საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის განუყოფელი ნაწილია. გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ პროცესში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც წარადგინა ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, რაც ადასტურებს 2030 წლის დღის წესრიგის მიმართ ჩვენს თანმიმდევრულ მხარდაჭერას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ასევე საქართველოს მიერ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

„თუმცა, მართვის ეფექტური სისტემები და ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა ფასს კარგავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ არასტაბილურ გლობალურ გარემოში, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.

საქართველო კვლავაც განაგრძობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. ეს სტაბილურობა ეყრდნობა არა მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ მყარ ინსტიტუტებს, პროგნოზირებად პოლიტიკურ გარემოს, კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო ვალდებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას.

სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობას. დასასრულს, საქართველო ადასტურებს მზადყოფნას ყველა პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის - მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776842308

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში იღებს...

მიხეილ ყაველაშვილი

1776842251

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო“ და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები - მისი გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ

ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: „ნაცების“ ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ - ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო" და გვარამი...

იაგო ხვიჩია

1776841341

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...

დაკავება

1776840948

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასა...

ერთი პირი დააკავა

1776840332

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკო...

 დაკავებულია 5 პირი