მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაარ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია, პრემიერმაც ისაუბრა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი სპორტული ობიექტი შეემატება. ასევე, რეგიონებში იგეგმება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ახალი საფეხბურთო ცენტრის „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და დედაქალაქის მერს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სკოლა დაჰბრუნებოდა საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ემოციურად ვარ განწყობილი, 12 წლის ასაკში, თბილისში სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელის კარიერა. მახარებს დღეს განახლებულ საფეხბურთო სკოლას რომ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს სკოლა გაიხსნა, მაშინ ვინც დაიწყო აქ ფეხბურთის თამაში, უკვე შვილიშვილები ჰყავთ და ტრადიცია, რომელიც საფეხბურთო სკოლა ავაზას ჰქონდა გაგრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია.
პრეზიდენტის განმარტებით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ფეხბურთის თამაშის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
„გვსურს მოსახლეობა ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს დაკავებული. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მუდმივად ვსაუბრობთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრთან, რომ ეს პროცესი იყოს განგრძობადი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტში ჩართული“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელებაა იმ წარმატებების საფუძველი, რასაც ქართველმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს UEFA-ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ტიერი ფავრიმ და FIFA-ს რეგიონულმა კოორდინატორმა მარკო ფერიმ მიმართეს.
კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. მის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.
1755789553
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სასარგებლოა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის – ის საჯარო სექტორში ახალი კადრების, ახალგაზრდების მოზიდვის, მათი დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, წელსაც გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში. შესაბამისად, ახალგაზრდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გ...
1755784866
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „ლევან გაჩეჩილ...
1755783488
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ...
1755783248
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7000 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1755781304
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დ...