იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ელი ნაწილით“, - წერია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე, სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.

შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს“, - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755771291

ახალი ამბები

ავარია ქედაში - დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1755770580

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდიც და საზოგადოებაც მყარად დგას, არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს

„ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, თუ მას შეიძლება პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ვუწოდოთ, იმასაც კი ვერ ბედავს, რა დავალებაც მიიღო, გააჟღეროს“, – ა...

არჩილ გორდულაძე

1755768445

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალადობრივი ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება

„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართუ...

ბაჩო ოდიშარია

1755766820

ახალი ამბები

საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასე...

სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება

1755765586

ახალი ამბები

კახა კალაძე - ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში

თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მისი სიმღერები სავსე იყო...

კახა კალაძე