გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სასარგებლოა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის – ის საჯარო სექტორში ახალი კადრების, ახალგაზრდების მოზიდვის, მათი დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, წელსაც გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში. შესაბამისად, ახალგაზრდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, გამოცდილებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული გახლავთ უმაღლესი სტანდარტის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სასარგებლოა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ეს არის მართლაც შესანიშნავი გზა საჯარო სექტორში ახალი კადრების, ახალგაზრდების მოზიდვისა და მათი დასაქმებისთვის“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, წელს პროგრამის ფარგლებში 3000-მდე ახალგაზრდას ექნება საჯარო სექტორში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

„მოგეხსენებათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რამაც შესაძლებელი გახადა საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირება კონკრეტული ვადით.

მიმდინარე წელს სტაჟირების პროგრამა გამოცხადდება 3000-მდე ადგილზე და ის მოიცავს როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდების ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება მუნიციპალიტეტის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან აქტიური ჩართულობა იქნება ახალგაზრდების მხრიდან, რადგან პროგრამა, სასწავლო პროცესის პარალელურად, მათ ცოდნის რეალიზაციისა და თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს.

აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ორიენტირებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაზე და, რა თქმა უნდა, საჯარო სექტორში ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. ყველას ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა, რადგან კარიერული წინსვლა სწორედ სტაჟირების პროცესიდან იწყება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755776638

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო, თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი

ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვ...

პრეზიდენტი

1755775833

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას სთავაზობს, გასულ წელს კი 60-მდე სტაჟიორიდან, დაახლოებით 20 სამინისტროში დასაქმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას შესთავაზებ...

ნინო თანდილაშვილი

1755773558

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე ოპოზიციის მხარდამჭერთა შეურაცხმყოფელ კომენტარებსა და ცინიზმზე: კარგად აჩვენებენ თავის სახეს მთელი ქვეყნის დასანახად

კარგად აჩვენებენ თავის სახეს მთელი ქვეყნის დასანახად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა იმ ფაქტზე, რომ ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევა...

დავით მათიკაშვილი

1755771291

ახალი ამბები

ავარია ქედაში - დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1755770580

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდიც და საზოგადოებაც მყარად დგას, არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს

„ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, თუ მას შეიძლება პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ვუწოდოთ, იმასაც კი ვერ ბედავს, რა დავალებაც მიიღო, გააჟღეროს“, – ა...

არჩილ გორდულაძე