კახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციელებელ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაცია „IRI საქართველოს“ პროგრამების დირექტორმა მოამზადა და რომელიც სექტემბერში საპროტესტო აქციების ჩატარებას გულისხმობს.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რევოლუციის მოწყობის ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.
„არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა რევოლუციის მოწყობის. ეს სურვილი და მცდელობები ახლაც არსებობს იმ რადიკალების გამოყენებით, რომლებიც გვყავს ქვეყნის შიგნით აგენტურის სახით. მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
ცხადია, ყველა ვერ იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი - ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს. ამისთვის არსებობს არჩევნები. ტყუილად ხომ არ არის მოგონილი ის? ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. როდესაც გინდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მაგრამ როდესაც ხარ უმცირესობაში და გინდა, რომ რაღაც ძალით „გადატეხო“ სიტუაცია, ხალხის დაშინებით, ცემით, ეს წარმოუდგენელია. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე. ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩართული, ჩარეული, როგორც ეს წლების წინ იყო - გვახსოვს რამდენიმე მცდელობა რევოლუციის მოწყობის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ის განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში კეთდება, ვიზალიბერალიზაციასთან არანაირ კავშირში არ არის.
„აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი ის მოთხოვნები, რომლებიც იქნა გაჟღერებული და არაფერ კავშირში არ არის ეს ვიზალიბერალიზაციასთან. ევროკომისიამ რაც გამოაქვეყნა, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქვეყანას აქვს წინგადადგმული ნაბიჯები, წინ მივდივართ, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მეორე მხრივ კი, მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამას, რომ ჩვენ არ ვართ ვიღაცის წარმომადგენლები, აგენტურა ამ ქვეყანაში და ერთი თითის დაქნევით არ ვასრულებთ, არ ვეთანხმებით მათ გადაწყვეტილებებს, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის ინტერესს და ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1755783488
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ...
1755783248
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7000 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1755781304
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დ...
1755779388
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბრაზილიის სენატსა და დეპუტატთა პალატაში შეხვედრები გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ბრაზილიის სენატის საგარეო ურთიე...
1755776638
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო, თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი
ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვ...