მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ვერ დაასახელებენ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ.
„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, სადაც არის, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის რაც ხდებოდა, პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც მერე ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“ - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ევროკავშირის უმეტესმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა.
„თვითონ ევროკავშირში, ამ აქტთან დაკავშირებითაც უფრო მეტმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. საზოგადოებას შეუძლია მარტივად ნახოს ეს ქვეყნები. ეს ქვეყნები ხომ ევროპის ქვეყნებია, ეს ქვეყნები ხომ უნდა განიხილო როგორც შენი პარტნიორი, ე.ი ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა გააგრძელო და დაამყარო.
ეუთოს საპარლამენტო დელეგაციამ შეაფასა, რომ ძალადობა მიუღებელია. ორჯერ ორი ოთხია, ძალადობა მიუღებელია, რომელიც ვერ დავაცდენინეთ ევროკავშირის ელჩს, მაგრამ მიზეზები ხომ ვიცით რატომ არ საუბრობენ, იმიტომ, რომ ერთი ძალა იყო ამისთვის მოტივირებული, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაემხოთ და გვახსოვს ჩვენ სხვადასხვა ევროპელი ლიდერის გულშემატკივრობა, 4 ოქტომბერზე მაქვს საუბარი. ამიტომ ეს ყველაფერი ნათელია, ჩვენ არ ვჩერდებით მუდმივად მზად ვართ როგორც ამ პრეზიდენტთან, ამ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, ასევე ვართ მზად ნებისმიერ ინსტიტუციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა და ვაგრძელებთ კიდევაც.
გვყავს ჩვენ მხარდამჭერები, ვინც ამ სიმართლეს აღიარებენ და ხმამაღლა იცავენ ჩვენს პოზიციებს და საუბრობენ, კიდევ მეტი გულშემატკივარიც გაჩნდება თუ ჯანსაღი პროცესი უნდათ რომ განვითარდეს ევროკავშირში, მაგრამ თუ ეს ძალა შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ამდაგვარი, ამ სამარცხვინო რეზოლუციებით, სამარცხვინო ფეიკ ნიუსებით და შეთითხნილი აქტებით უნდათ მოქმედება ამას ხომ მსოფლიო საზოგადოებაც ხედავს და ეს უკვე ჩვენი შეფასება აღარ არის, ჩვენ შეფასებებს გადაასწრო მაგალითად აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებებმა, პირდაპირ სტრატეგიულ აქტში ჩაწერეს, თუ ევროპა ასე გააგრძელებს, ევროპას ემუქრება განადგურება და ეს განადგურება რის საპასუხოდ არის? ზუსტად ასეთი ქმედებების, ასეთი სამარცხვინო, უპასუხისმგებლო ხალხის ქმედებების, რომლებიც ევროპის სახელით ამ ქმედებებს ჩადიან, აი ეს უქადის ევროპას დაღუპვას, ეს ხალხი ერთად არიან და ჩვენ არ ჩავყვებით ამ ევროპის დაღუპვას“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1773596717
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, პირველ რიგში, ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქ...
1773596050
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა - ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს
სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის...
1773593801
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერ...
1773592901
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან
კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...
1773590905
ახალი ამბებიმეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა
ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ...































