მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ ყაველაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს.
“ამ საზეიმო წუთებში, უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით, ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უძვირფასესი - საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. მათი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში და მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1780248296
ახალი ამბებიმათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა
ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...
1780246375
ახალი ამბები„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...
1780244188
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რო...
1780243595
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალ...
1780242468
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ზედიზედ მე...






























