მამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს თქვენი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში, კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს მუდმივ, თავდაუზოგავ შრომას და ქვეყნისადმი თავდადებას.
ეს დღე განსაკუთრებულია პირადად ჩემთვისაც. პირველი სამსახური, რომელიც ადამიანს განსაკუთრებულად ამახსოვრდება, ჩემთვისაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. ზუსტად ვიცი, თუ რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა ღირებულებებზე დგას ეს სამსახური, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის სამშობლო, ღირსება და ერთგულება.
საკუთარ თავზე და ბევრ თანამებრძოლზე გამომიცდია, როგორი ძლიერია პოლიციაში გუნდურობის განცდა, უღალატობა, ურთიერთგატანა, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისთვის თავგანწირვა, საქმისადმი თავდადება.
თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე, თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი, თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებას, სიამაყის განცდას, პოლიციელის შრომისა და თავგანწირვას მორალურ ფასს, - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1780248933
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავე...
1780248853
ახალი ამბებიპრემიერი: სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა
გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამი...
1780248779
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება
დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენ...
1780248296
ახალი ამბებიმათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა
ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...
1780246375
ახალი ამბები„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...






























