შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე
პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე.
„გილოცავთ, პოლიციელის დღეს! ვინც ყოველდღიურად დგახართ სახელმწიფოს, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
სწორედ პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს. იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე.
თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე.
სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა. რეგიონში არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, რადიკალიზმი - ეს ყველაფერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას. ასეთ ვითარებაში პოლიციის პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა, მადლობა გადაუხადა პოლიციელების ოჯახებს თავდადებისთვის და პატივი მიაგო იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს მსახურებას შესწირეს.
„დღევანდელ დღეს მადლიერებით ვიხსენებთ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საქართველოს მსახურებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი თავდადება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ღირსეული ნაწილია.
მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს, იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად ატარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას. ძლიერი ოჯახი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს საყრდენი, ხოლო თქვენი ოჯახები ამ ძალის განსაკუთრებული მაგალითია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს და ღირსეულ მსახურებას საქართველოს წინაშე.
ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1780248296
ახალი ამბებიმათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა
ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...
1780246375
ახალი ამბები„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...
1780244188
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რო...
1780243595
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალ...
1780242468
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ზედიზედ მე...































