„მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს“ - სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა. იგი მათ არწმუნებდა, რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო შეტანილ ძირითად თანხას დაუბრუნებდა.

აღნიშნული პირობით მოქალაქეებმა მას სხვადასხვა ოდენობის თანხა გადასცეს, თუმცა დაკავებულმა შეთანხმება არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს.

პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იმერეთის რეგიონში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790926797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი

„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კო...

ირაკლი კობახიძე

1790926726

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას

„დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მო...

მიხეილ ყაველაშვილი

1790926309

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს

„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს, ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გ...

მიხეილ ყაველაშვილი

1790926035

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავე...

საბერძნეთში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

1790925271

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშ...

ცოტნე ანანიძე