პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
უწყების განმარტებით, ეს არის დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაციის გაგრძელება.
„ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი.
1790927240
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა - ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ ეს არჩევანი და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქარ...
1790926911
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა
„ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა“, - ამის შესახებ პრ...
1790926797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი
„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კო...
1790926726
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას
„დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მო...
1790926309
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს
„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს, ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გ...































