შალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც
„თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა - ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ.
„ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა.
რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი.
ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი.
ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს.
ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.
პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება.
კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე. ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1790928409
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...
1790927787
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს...
1790927359
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშ...
1790927240
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა - ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ ეს არჩევანი და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქარ...
1790926911
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა
„ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა“, - ამის შესახებ პრ...































