სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.

ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790926797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი

„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კო...

ირაკლი კობახიძე

1790926726

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას

„დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მო...

მიხეილ ყაველაშვილი

1790926309

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს

„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს, ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გ...

მიხეილ ყაველაშვილი

1790925842

ახალი ამბები

„მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს“ - სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველ...

შსს  შსს შსს

1790925271

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშ...

ცოტნე ანანიძე