ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა და ქვეყანამ ევროპის საუკეთესო ხუთეულში გადაინაცვლა.
როგორც ანჯაფარიძე ციტირებს, 2024 წლის შეფასებით, საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო, 2025 წლის მონაცემებით კი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში არიან ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო და ავსტრია, ხოლო ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი და საბერძნეთი არიან.
„მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 8-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა : ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სჯობს თავად ციფრებმა ილაპარაკონ. ჩემი საქმეა, სწორედ ის, რომ ციფრები ავალაპარაკო, როდესაც ისინი განსაკუთრებით თვალსაჩინოა“, - წერს ანჯაფარიძე.
1790928409
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...
1790928264
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც
„თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა,...
1790927359
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშ...
1790927240
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა - ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ ეს არჩევანი და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქარ...
1790926911
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა
„ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა“, - ამის შესახებ პრ...































