ნიკოლოზ სამხარაძე: უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკი, დიპლომატი და მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
ქართველმა დეპუტატმა დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, დასავლელი ჩინოვნიკები საქართველოს აიძულებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები შემოეღო და ამით თვითმკვლელობა ჩაედინა.
„უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკი, დიპლომატი და მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა და ამით კონფლიქტის ესკალაცია ეკონომიკური სფეროდან პოლიტიკურ და სამხედრო სარტყელში გადაეტანა, რა დროსაც მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კი არ შეექმნებოდა საფრთხე, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც. გვექნებოდა სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის მოთხოვნები არ გაითვალისწინა, მათ დაიწყეს ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.
„მას შემდეგ, რაც მათი მითითებები უარვყავით, მათ დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის საფარქვეშ მოქმედი ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. მცირერიცხოვანი, მაგრამ სასტიკი ჯგუფები მოუწოდებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ, პირდაპირ ეთერში სამთავრობო შენობების შტურმს ახორციელებდნენ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ.
ამასთან ერთად, იგივე უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა არა მხოლოდ თავი შეიკავეს აღნიშნული საზარელი ძალადობის დაგმობისაგან, ზოგ შემთხვევაში, ისინი ახალისებდნენ ამას. ზოგი მათგანი დემონსტრაციებშიც მონაწილეობდა და ამით საქართველოს შიდა საქმეებში ერეოდა.
თუმცა, ერთადერთი, რასაც მიადგა ზიანი ამ ისტორიის ინიციატორებისა და არქიტექტორების მეოხებით, არის არა სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა, არამედ მათი რეპუტაცია, რადგან როგორც საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, ქართველ ხალხში ისინი უკვე აღარ სარგებლობენ მაღალი პატივისცემით“, - დასძინა მან.
1772011831
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: მსხვილი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან
მსხვილი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს განსაკუთრებით მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის. ამის ფონზე...
1772011315
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში
სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შე...
1772009968
ახალი ამბებიმტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. როგორც მან...
1772009714
ახალი ამბებიქარბუქი, წყალმოვარდნები და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა,...
1772009306
საზოგადოება„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალ...



























