პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„105 წლის წინ რუსეთის მეთერთმეტე არმია თავს დაესხა დამოუკიდებელ საქართველოს და ამით შეწყვიტა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ეს დღე ჩვენ ორ რამეზე უნდა გვაფიქრებდეს. პირველი, დამოუკიდებლობა არ არის მოცემულობა, რომელიც ერთხელ დგება და თავისთავად გრძელდება. დამოუკიდებლობას დაცვა უნდა! როგორც 105 წლის წინ უნდოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაცვა, ასევე უნდა დღეს და შეიძლება დღეს კიდევ უფრო მეტად, ვინაიდან დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართოა. ეს არ არის მარტო ხიშტი. დღეს ეს უკვე არის სიტყვა, პროპაგანდა და ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენება. და მეორე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც 105 წლის წინ, დღესაც მტრის ხელში მთავარი იარაღი „მეხუთე კოლონაა“ ქართული სახელებითა და გვარებით, ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღესაც „მეხუთე კოლონა“ მძლავრობს და ცდილობს, საქართველო სხვების დღის წესრიგსა და ინტერესებს დაუქვემდებაროს.

„ასე რომ, 25 თებერვალი ჩვენ ორ რამეს გვახსენებს - დამოუკიდებლობას ყოველდღიური დაცვა უნდა და ეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა და „მეხუთე კოლონას“ ყოველთვის უნდა მხილება, ვინაიდან თუკი არ ვამხელთ ქართული გვარ-სახელების ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებენ, ეს დასრულდება იმით, რომ ბოლოს თბილისის თავზე სხვა ქვეყნის დროშა აფრიალდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772011831

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: მსხვილი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან

მსხვილი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს განსაკუთრებით მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის. ამის ფონზე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1772011315

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში

სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შე...

 რატი იონათამიშვილი

1772009968

ახალი ამბები

მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. როგორც მან...

მტკვრის სანაპირო

1772009714

ახალი ამბები

ქარბუქი, წყალმოვარდნები და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა,...

ქარბუქი

1772009306

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალ...

სპეცმანქანა სპეცმანქანა