ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დაესხა.
მისი განცხადებით, ირანი თავს ესხმის მხოლოდ სამხედრო ბაზებს, რომლებსაც აშშ და ისრაელი თეირანზე შეტევების განსახორციელებლად იყენებენ.
„ჩვენ მეზობელ ქვეყნებს არ ვუმიზნებთ. ირანის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვუტევთ მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზებს, აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ რეგიონში და ირანის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებენ. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ, თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ თავს დავესხმებით. ასეთია ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა მან.
მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.
1772712355
მსოფლიოკაია კალასი: რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა. თუმცა...
1772711482
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ხიდაშელზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტი ირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დო...
1772708730
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს და მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა
მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...
1772708066
მსოფლიოუნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების...
1772707634
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომე...





























