ირაკლი ზარქუა: მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს და მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა

მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ, საქართველოში ადგილობრივ უსამშობლოებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა. შეხვედრა გაიმართა ენდრიუ ბეიკერთანაც, რომელიც ნაყოფიერი იყო.

ყველა იმ გამოწვევაზე ითქვა, რაც საქართველოს აქვს. კარგი იმპულსები გვაქვს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მინდა, ამ უსამშობლოებს ვუთხრა – ერთი სიტყვა არ დასცდენიათ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარღვევაა, პროცესი დინამიურად ვითარდება და ორივე მხარე მზად ვართ, პროცესი თავიდან დავიწყოთ. ამ უსამშობლოებს ერთი ხმა არ ამოუღიათ.

ვიდრე დელეგაცია წავიდოდა, ამბობდნენ, რომ რიგითებს ხვდებოდნენ და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხვედრები არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩუმად არიან.

ჩუმად იქნებიან, რადგან სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებენ და საქართველოს მიერ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ჩირგვებში იქნებიან“, - აღნიშნა ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772708066

მსოფლიო

უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების...

 ვიქტორ ორბანი

1772707634

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომე...

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები

1772706081

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს

ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყ...

გია ვოლსკი

1772704596

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში

საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას. ინფორმაციას საქართვ...

ნათია თურნავა

1772703526

საზოგადოება

ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები, დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს, პატარა შემსყიდველს და ხშირად შესასყიდი ფასები არის უფრო მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანაში, თამაშის წესებს ისინი კარნახობენ

„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე,...

ნიკოლოზ ბურდული