აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1964 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ე.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის და ხელმძღვანელობის, საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

„დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1760817881

მსოფლიო

ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია: რაფაჰის გადასასვლელი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტება, ხელახლა გახსნა კი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული

 ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის გამშვები პუნქტი განუსაზღვრელი ვადით დაკეტილი დარჩება, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ. მიზეზად „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის...

ნეთანიაჰუ:

1760814992

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1760813263

ახალი ამბები

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილსა და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს - გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკმვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყ...

სასამართლო

1760809417

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ბოროტ საქმიანობაში

ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...

გიორგი ვოლსკი

1760807473

საზოგადოება

სოსო მანჯავიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: ნებისმიერი ასეთი „ფერადი რევოლუცია“ ყველგან გარედანაა მხარდაჭერილი. ჩვენ უნდა ველოდოთ მეთოდების შეცვლას - ეს არის ძალიან საფრთხილო თემა და დიდი სიფხიზლე გვმართებს

4 ოქტომბრის მოვლენები იყო ტრაგი-კომიკური ფარსი. ისე მოაბრუნეს სიტუაცია, მერე ღობეები დაადანაშაულეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ხე...

სოსო მანჯავიძე