სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მათ შორის რამაზ ჯორბენაძის ადვოკატმა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი - ფორმა 100 წარადგინა.
პროკურორმა კი პროცესზე ბრალდებულების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა - მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგინა.
შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
1760820381
მსოფლიოარარატ მირზოიანი: სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის შეტანის დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა გაწევრიანება ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. სომეხმა მინისტრმა ამის შესახებ...
1760817881
მსოფლიონეთანიაჰუს ადმინისტრაცია: რაფაჰის გადასასვლელი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტება, ხელახლა გახსნა კი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის გამშვები პუნქტი განუსაზღვრელი ვადით დაკეტილი დარჩება, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ. მიზეზად „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის...
1760814992
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახ...
1760813263
ახალი ამბებისასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილსა და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს - გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკმვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყ...
1760809417
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ბოროტ საქმიანობაში
ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...