გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთის ინტერესი, პირველ რიგში, ევროპასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს, შუა დერეფანსა და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძიცაა.

მისი შეფასებით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში.

ჩინეთის ინტერესი პრაგმატულია: ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები, შუა დერეფანი და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძია.
ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული ძალთა ბალანსი.

სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს კვეთს რუსეთის ისტორიული გავლენა, თურქეთის რეგიონული ინტერესები, დასავლეთის სტრატეგიული ხედვა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობა. პეკინის გააქტიურება ამ კონკურენციას ახალ განზომილებას მატებს, მით უფრო, რომ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა რეგიონული ინტერესების სრულ თანხვედრას არ გულისხმობს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. თბილისი აფართოებს პარტნიორობის გეოგრაფიას, ავითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან და მყარად ინარჩუნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.
მთავარი გეოპოლიტიკური ტენდენცია ნათელია: ჩინეთის გააქტიურება და საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ძალთა და ინტერესთა ახალ კონფიგურაციას აყალიბებს.

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის“, - წერს აბაშიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794215277

ახალი ამბები

ნათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ა...

ნათია თურნავა

1794214094

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ვნახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურული ოპოზიცია

სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაშ...

ლევან მაჭავარიანი

1794214067

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც...

სოზარ სუბარი

1794211442

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც“ თბილისში „ბუშის ქუჩის“ მნიშვნელობა შესძინა

„გამოფიტვითი ომითა და თანამდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძ...

დავით ქართველიშვილი

1794210095

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა

„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ...

თამარ ზოდელავა