შსს: თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი დონდოლაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან.

„გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო სამი პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.

დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. აღნიშნული პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.

აქვე გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რაც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, ძებნილი პირების დაკავების ღონისძიება ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს“, - განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772716266

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7419 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7234 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტა

1772715768

მსოფლიო

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის - The Guardian

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემის თანა...

ირანთან ომი

1772715654

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერ...

ილჰამ ალიევი

1772715479

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინ...

ილჰამ ალიევი

1772714445

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა