გიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა

„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთი დღეს მსოფლიოში ყველაზე რთული რეგიონია და კონფლიქტი, რომელიც იქ არსებობს სხვადასხვა ფორმით, ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. შესაბამისად, რთულად პროგნოზირებადია, თუ როგორ განვითარდება ახლო აღმოსავლეთში მოვლენები.

„ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ჩვენ ვახერხებთ, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ეს შემთხვევით არ ხდება. ეს ყველაფერი არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, ქვეყნის გარედან იქნება, თუ შიგნით მართული ძალებისგან, ჩვენ ამ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ამ პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა.

ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც არის დაბალანსებული ყველა თვალსაზრისით და ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში მოგვიტანა მშვიდობა და განვითარება“, - აღნიშნა კახიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772718195

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილმა, ნახიჩევანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხ...

მაკა ბოჭორიშვილ

1772717765

ახალი ამბები

შსს: თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, - ა...

შსს

1772716951

ახალი ამბები

ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა

„ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა ი...

იტალია

1772716584

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია

აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკ...

ილჰამ ალიევი

1772716266

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7419 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7234 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტა