ირაკლი ზარქუა: თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრი ერქვა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ სიცრუეს ავრცელებს, ერთი სული აქვს, აქაც ვინმემ რამე ჩამოაგდოს, ჰგონიათ, ქაოსში ხელისუფლებაში მოვლენ
„ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უცხო ქვეყნების დაკვეთების შემსრულებელი იყო. მისთვის მიუღებელია მართლმადიდებლობა, ტრადიციები, სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ერთი სული აქვს, რამენაირად, აქაც ვინმემ რამე ჩამოაგდოს“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
„როგორ უნდა გძულდეს ეს ქვეყანა და ხალხი, რომ ასეთი განცხადება გააკეთო მაშინ, როცა რეგიონში, საქართველოს ირგვლივ ცეცხლია, მსოფლიო გადანაწილება მიმდინარეობს და პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობას ვინარჩუნებთ. ხედავთ, რკალი როგორ ახლოვდება და ამ დროს ვინ აკეთებს განცხადებას? – თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ინფორმაცია რომ გქონდეს, თუ ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ხარ, შესაბამის უწყებებთან მიდი. თავდაცვის მინისტრი ერქვა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ სიცრუეს ავრცელებს. უნივერსიტეტს ლიცენზია არ სჭირდება? გაცემულია? – არ არის გაცემული. რა დონეზე უნდა სძულდეს ქვეყანა, რომ ამას მოაწეროს ხელი. ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უცხო ქვეყნების დაკვეთების შემსრულებელი იყო. მისთვის მიუღებელია მართლმადიდებლობა, ტრადიციები, სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ერთი სული აქვს, რამენაირად, აქაც ვინმემ რამე ჩამოაგდოს. ჰგონიათ, ამ ქაოსში ხელისუფლებაში მოვლენ. მისი განცხადებაც ამას უკავშირდება, თორემ განა არ იცის, რომ სიცრუე და სიგიჟეა, რასაც ამბობს. ტაივანიდან რომ დაგაფინანსებენ, ხმას ამოიღებ, რაზე უნდა ელაპარაკო? – ეს არის საბოტაჟი და მოქმედება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1772718195
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა, ნახიჩევანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხ...
1772717765
ახალი ამბებიშსს: თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, - ა...
1772716951
ახალი ამბებილევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა
„ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა ი...
1772716584
მსოფლიოილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია
აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკ...
1772716266
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7419 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7234 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...






























