თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომელიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში, ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავლენ

 „ოპოზიციაში არაფერი ახალი არ ხდება. ბრძოლა გაჩაღებულია იმაზე, ვინ დაეპატრონება იმ მცირე თანხებს, რომლებიც ფარულად და უკანონოდ შემოდის საქართველოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავა.

„USAD-დან და მსგავს ფონდებიდან ვინაიდან ასე უკონტროლოდ ეს თანხები ვერ შემოდის და რაც ფონდებია, იქიდანაც ასე პირდაპირ ვერ შემოდის, ასევე მწირია ეს დაფინანსება, სწორედ ამიტომ ერთმანეთში აქვთ ბრძოლა გაჩაღებული, რომ თავიანთ პატრონს უთხრან: „იმას ნუ მისცემ, ეს არის კომპრომეტირებული კაცი, არაფრის გამკეთებელი კაცი, ამისგან არაფერს არ უნდა ელოდო და მე ვარ მთავარი ოპოზიცია და ეგ ფული მე მომეცი“. ამისთვისაა ბრძოლა. ამის გულისთვის ისინი ერთმანეთს ყელსაც გამოღადრავენ, კომპრომატებსაც დაუდებენ. ჩვენზე უფრო მეტად ეზიზღებათ ის, ვინც ამ ფულში მათი კონკურენტია. ჩვენ ხანდახან გაგვკრავენ კბილს, თორემ მთავარ კონკურენტად ერთმანეთი ჰყავთ, რადგან იციან, რომ მე მაგ ფულში არ ჩავეზიარები. ოპოზიცია ერთმანეთის ჩასაძირად ყველაფერზე წავა, ზოგს სიმართლეს იტყვიან და, როგორც ჩანს, ბევრი რამე სიმართლეა ამ ფულის ტრიალში და ასე შემდეგ, ოღონდ ძირიანად მოთხარონ. ზოგ რამეს დააბრალებენ კიდევაც ერთი რამის გამო, რომ დაიმკვიდრონ ადგილი, როგორც მთავარმა ოპოზიციონერებმა. ეს ქართველი ხალხისთვის კი არ სჭირდებათ, ისინი ქართველ ხალხთან არც მუშაობენ, ეს ყველაფერი პატრონებისთვის ხდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789209751

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო: მტკიცებულებების ერთობლიობით, კესო დეკანოსიძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი დასტურდება

 შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიებ...

შსს განცხადება

1789206109

ახალი ამბები

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

 2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული...

ვიზიტი

1789205378

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი „ფორმულას“ ეთერში დონალდ ტრამპის კრიტიკაზე: მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ და ყველა ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

 ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ გადაცემას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ისაუბრეს, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმა...

თენგიზ შარმანაშვილი

1789203566

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თ...

რატი იონათამიშვილი

1789201469

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

„ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძის...

თენგიზ შარმანაშვილი