გივი მიქანაძემ საქართველოს ეკონომისტთა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს და განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

„შუა დერეფნის განვითარება საქართველოსთვის არაერთ ახალ შესაძლებლობას გააჩენს. ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის კი, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნას, ტექნოლოგიურ პროგრესს, ინოვაციებსა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. ამ მიმართულებით მინდა, გამოვყო რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობა, ვინაიდან მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, რეგიონულ უნივერსიტეტებს მაქსიმალურად შევუყოთ ხელი თანამედროვე ცოდნის გავრცელებაში, კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე ეროვნული რეფორმა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ თანამშრომლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის წამყვანი ექსპერტები. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789203566

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თ...

რატი იონათამიშვილი

1789201469

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

„ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძის...

თენგიზ შარმანაშვილი

1789200328

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...

თორნიკე ჭეიშვილი

1789198256

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე,ნარკო...

 ნარკოდანაშაული

1789197265

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედე...

მიგრაციის დეპარტამენტი