ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
„უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
„როგორც ჩანს, ისინი გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას უკრძალავენ მათგან განსხვავებული იდეოლოგიისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და ამ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მარტა კოსის განცხადებები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაკვირვებს, თუმცა, ამ განცხადებამ ალბათ, ყველა წინა ნათქვამზე უფრო მეტად მოჰფინა ნათელი მოცემულობას, როგორი მონური მორჩილების წევრების მიღებას გეგმავს თურმე, ევროკავშირის ბიუროკრატია, ეს მარტა კოსის განცხადებაში ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
1788979959
მსოფლიომედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით
რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯ...
1788976901
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ: ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა, საზღვარზე ტერორისტებს არ დავუშვებთ
„ირანის ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა“, - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიის ტერიტორიაზე, ჰერმონის მთაზე ვიზიტისას გააკეთა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძა...
1788973536
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო
„ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირვ...
1788971138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში უმაღლეს დონეზეა მიწვეული
„კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...
1788969672
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გან...































