ირაკლი კირცხალია: „ნაცმოძრაობის“ რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული

„სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია გამოეხმაურა აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„უსამშობლოები ტყუილად არ შევარქვით, ეს აგენტურული ქსელია. მათი მმართველობიდან დავიწყოთ: მათი რიტორიკა ანტირუსულია და ქმედება - პრორუსული. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება იქნებოდა თუ ტერიტორიების ჩაბარება. გავიხსენოთ ზემო აფხაზეთის წოდება, კოდორის ხეობა, შემდეგ სანამ დაიწყებოდა აგვისტოს ომი, ჯერ სრულიად მოშლა იმ პირობითად პატარა კერის, რომელიც სახალხო დიპლომატიას ხელს უწყობდა, შემდეგ სახელის შეცვლა და აღდგენა - სამხრეთ ოსეთი.

ის საზღვრები, დღეს რაზედაც საუბარია, დემარკაციაზე, იქითა მხარეს ამას გვესაუბრება და ეს იყო სხვადასხვა სასამართლოში ერთ-ერთი არგუმენტი, რომ თავად აღიარეთ ეს ყველაფერიო. შემდეგ იყო ომის თარიღი. შემდეგ უტიფრად გააგრძელეს გმირების სახელებით აპელირება. ამ აგენტურულმა ძალამ პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს საქართველოს ტერიტორიები. ამ ღალატის შემდეგ მეორე ღალატი ჩაიდინეს - ყველას გვახსოვს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ბრალი დადეს იმ ბიჭებს ომის დანაშაულში, რომელთა სახელ-გვარებით დღეს უტიფრად რაღაცებს აპელირებენ.

სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. ისინი ცდილობდნენ, რომ ახალგაზრდებში დაკნინებულიყო ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, მოემზადებინათ პლატფორმა, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა. აგენტი ყოველთვის დავალებას ასრულებს. დღევანდელი ბრიუსელიდან მათ პატრონებს ერთი მიზანი აქვთ: ისეთ სახელმწიფოები, სადაც უნდათ, რომ მათ გავლენა ჰქონდეთ, მაქსიმალურად მოწყვლადი გახადონ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს როგორც მათ, ასევე მათივე დამკვეთებს“, - განაცხადა კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788969672

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გან...

გივი მიქანაძე

1788967666

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: საქართველო მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია

„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სა...

მაკა ბოჭორიშვილი

1788965259

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი

არჩილ გორდულაძე ევროკომისრებისა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების განცხადებებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო განცხად...

არჩილ გორდულაძე

1788965062

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირისთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი და დაგვთანხმდნენ უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას...

ნიკოლოზ სამხარაძე

1788963593

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, - განაცხადა გ...

არჩილ გორდულაძე