ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა, საზღვარზე ტერორისტებს არ დავუშვებთ
„ირანის ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა“, - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიის ტერიტორიაზე, ჰერმონის მთაზე ვიზიტისას გააკეთა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ აკონტროლებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დასძენს, რომ ისრაელი არ დაუშვებს, ქვეყნის საზღვართან „ტერორისტული არმია“ ჩამოყალიბდეს, სავარაუდოდ, საუბარია სირიაში ისრაელის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაზე.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს საზღვართან რომელიმე ტერორისტული არმია ჩამოყალიბდეს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელსაც აღორძინების ომში მივაღწიეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა: „მთავარი ამოცანაა ირანში ტერორისტული რეჟიმის დამარცხება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან. ვიცით, რომ საბოლოოდ მთელი ღერძი დაიშლება.“
„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავაკეთოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა და აშშ-მა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ომი თებერვლის ბოლოს დაიწყეს, თუმცა ისრაელსა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები აპრილში ძირითადად შეწყდა. ამასთან, აშშ-სა და ირანს შორის დარტყმები გაგრძელდა.
ნეთანიაჰუ სირიის ჰერმონის მთაზე თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ თამირ იადაისთან ერთად იმყოფებოდა.
1788963593
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, - განაცხადა გ...
1788963146
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობა არის, რომ სამართალდამცავ ორგანოს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლო და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფული გადაიხადო, შემდეგ სახელმწიფოს დააბრალო
სამწუხაროდ, ვხედავთ რომ არარჩეული ბიუროკრატიის მიმართება საქართველოს მიმართ არ იცვლება. ისევ და ისევ ტყუილი და ისევ და ისევ გაშავების მცდელობა, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ...
1788961169
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იმავე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს
თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - გა...
1788961054
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ასავალ-დასავლის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახი...
1788959589
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ად...





























