ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.

„ვხედავთ, რამდენად სჯერა საზოგადოებას მათი. შეცდომა დააშვებინეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს 2024 წლის არჩევნებზე, როცა მთელი ეს ბოროტების მანქანა ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩიდან დაწყებული, ევროკავშირის ყველა დიდი ქვეყნის ელჩები, ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსები ჩართული იყვნენ ცრუ აღქმების გაღვივებაში, პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. არ დავივიწყოთ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია და მათ მიერ ჩაყრილი ფუნდამენტიც. ამ ყველაფერთან ერთად მაინც 60 მანდატი მოიპოვეს, მაინც ვერ დააჯერეს საზოგადოება და შემდეგ დავალებით ეს მანდატებიც დაატოვებინეს“, - განაცხადა კირცხალიამ.

კითხვაზე - დღეს რას წარმოადგენს ოპოზიცია? - კირცხალიამ ასე უპასუხა: „ვხედავთ აგენტები ერთმანეთს დაერივნენ ჩვენი საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად. მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ. არ არსებობს სხვადასხვა პარტია. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788971138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში უმაღლეს დონეზეა მიწვეული

„კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...

მაკა ბოჭორიშვილი

1788969672

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გან...

გივი მიქანაძე

1788967666

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: საქართველო მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია

„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სა...

მაკა ბოჭორიშვილი

1788965259

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი

არჩილ გორდულაძე ევროკომისრებისა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების განცხადებებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო განცხად...

არჩილ გორდულაძე

1788965062

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირისთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი და დაგვთანხმდნენ უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას...

ნიკოლოზ სამხარაძე